მოლდოვის სატელეკომუნიკაციო რეგულატორი აცხადებს, რომ მობილური ნომრის გადატანის (Mobile Number Portability) სისტემის ტესტირება დასრულდა და სამი მობილური ქსელი სერვისის შეთავაზებას 1 ივლისიდან დაიწყებს.
მობილურ ქსელებს უფლება აქვთ ნომრის გადატანის მოთხოვნის დასამუშავებლად 5 დღემდე დახარჯონ, მაგრამ ამ მომსახურებაში საფასურის აღება არ შეუძლიათ.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა, პაველ ფილიპმა, გამოთქვა რწმენა, რომ პროვაიდერებს შორის გაძლიერებული კონკურენცია არა მხოლოდ სერვისების გაფართოებულ არჩევანს მოიტანს, არამედ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელზე ზრუნვასაც.
ფიქსირებულ ქსელებში ნომრის გადატანადობის (number portability) დაწყება დაგეგმილია 2013 წლის 31 ივლისისთვის.